
ავტორი
Front News საქართველო
ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. წვევამდელები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით არიან გაწვეული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. საზეიმო ცერემონიალს, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა. წარჩინებულ რეკრუტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში რეკრუტებმა შეისწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება და ტაქტიკური მომზადება, ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და საცეცხლე მომზადება. დღეიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
რაც შეეხება ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით ჩარიცხულ წვევამდელებს, კურსის მსვლელობისას ინსტრუქტორებმა და კურსის ხელმძღვანელობამ შეაფასა მათი სამეთაურო-ლიდერული უნარ-ჩვევები. შეფასების მიხედვით შეირჩა 33 სამხედრო მოსამსახურე გორის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოცეულის მეთაურის მომზადების 23-კვირიანი კურსის გასავლელად. დანარჩენები კი, სამეთაურო მომზადების კურსს გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიაში გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელების 11 თვის ვადით გაწვევის ეს პირველი შემთხვევაა. წვევამდელების უმრავლესობა ნებაყოფლობით გამოცხადებული სტუდენტები და უმაღლესდამთავრებულები არიან.
თაგები:
ფიცის დადება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს