Logo

ახალციხეში “სმარტის” შენობაში აფეთქება მოხდა

შემთხვევა
1942
Frontnews
ახალციხეში “სმარტის” შენობაში აფეთქება მოხდა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე “სმარტის” შენობაში, მეორე სართულზე აფეთქება მოხდა.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით, შენობაში ერთი პირი იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ცნობილია, აფეთქებამ მიმდებარე სახლების მინები ჩაამსხვრია.

აფეთქების  ადგილას მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თაგები:

აფეთქება
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები