
ავტორი
Front News საქართველო
ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდის, ვეღარ თმობს ძალაუფლებას, ისინი იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუციების პოლიტიზაციას, – ამის შესახებ მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერმა აკია ბარბაქაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმები პროპაგანდას იყენებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მოქალაქეების მოსატყუებლად.
“ავტორიტარული რეჟიმები პროპაგანდას იყენებენ იმისათვის, რომ გაიხანგრძლივონ თავიანთი ძალაუფლება ხელისუფლებაში. ეს პროპაგანდა არის იმისათვის, რომ გააბრუონ ხალხი. მათ უნდათ თქვან, რომ ისინი არიან მართალი მხარე და დიახ, ისინი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. ესენი არაფერს არ გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაცია მოვახერხოთ, იმიტომ რომ დემოკრატიული სტრუქტურები, სახელმწიფო ინსტიტუციები მათ აკარგინებთ ძალაუფლებას და ძალაუფლების დაკარგვასთან ერთად ისინი კარგავენ ფულს, ანუ ძარცვის შესაძლებლობას.
ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდის, ვეღარ თმობს ძალაუფლებას, ისინი იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუციების პოლიტიზაციას”, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
თაგები:
აკია ბარბაქაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს