აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა


ავტორი
Front News საქართველო
22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალდება აღიარა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს.
ის არ ეთანხმება ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში და აცხადებს, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია.
“ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად”,- განაცხადა ჭელიძემ.
მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. კავილაძე უნდობლობა გამოუცხადა გამოძიებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა.
მისივე თქმით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ “მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა”.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს