Logo

აქციების დროს დაკავებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

სამართალი
327
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციების დროს დაკავებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

დღევანდელ პროცესზე გიორგი მინდაძემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ დაკავებული აქტივისტები მხარდაჭერის გარეშე არ უნდა დარჩნენ.

მანამდე კი სასამართლოს შენობაში მანდატურებს და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება იყო, რის გამოც რამდენიმე მოქალაქე შენობიდან გააძევეს.

21 წლის გიორგი მინდაძეს გამოძიება პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. 

გიორგი მინდაძე 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს.

Advertisement