"ალდე" – "ქართული ოცნება“ ახლა პოლიტიკურ ოპოზიციას ესხმის თავს, ევროკავშირმა ამას უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს

ავტორი
Frontnews საქართველო
"ქართული ოცნება“ თავის ავტორიტარულ რეპრესიებს კიდევ უფრო აღრმავებს, – ასე ეხმაურება „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომას, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავენ.
"მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს ახლა აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას. ეს ეხება ჩვენი ALDE-ს წევრ პარტიებსაც. მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახლა უშუალოდ პოლიტიკურ ოპოზიციას ესხმის თავს. ევროკავშირმა ამას პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
"ალდე"




