Logo

"ალდე" - "ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება, მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს

პოლიტიკა
140
Frontnews image description

პარტია "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება.

"ოპოზიციის ხმები დაადუმეს. დემოკრატიული ლიდერები „სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებისთვის“ სისხლის სამართლის დევნას განიცდიან. „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო არ უნდა იყოს ჩუმად. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის.

ევროპელი ლიბერალები მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის“,  – აღნიშნულია ALDE-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თაგები:

"ალდე"
Advertisement