
ავტორი
Front News საქართველო
მე-19 საუკუნის სასამართლოა? კარგი რა, რანაირ ქვეყანას აშენებთ, უხერხულობას არ გიქმნით?, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მოწმე პოლიციელს მიმართა, რომ იმ დანაშაულს, რაც მის წინაშე აქვთ ჩადენილი, ხანდაზმულობა არ აქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება მოეთხოვოს პასუხი.
"15 წელი ციხეში ისე უნდა გამიშვათ, ჩანაწერი გაქვთ და ჩანაწერი არ უნდა ამოიღოთ? შეგრცხვეთ მაინც რაღაცის. ახლა რომ ამოიღოთ რა პრობლემაა? მე-19 საუკუნის სასამართლოა? კარგი რა, რანაირ ქვეყანას აშენებთ, უხერხულობას არ გიქმნით?
მსგავს დანაშაულებს რომ ხანდაზმულობა არ აქვთ, თუ იცით? წამებას რომ ხანდაზმულობა არ აქვს, იცით? 30 წლის მერეც რომ შესაძლებელია, რომ გამოიძიონ ეს საქმე და პასუხი აგოს იმან, ვინც ეს ჩაიდინა, იცით? ხელბორკილებდადებულ ადამიანს რომ ურტყამენ, იცი, რომ ამ დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს? იცით რომ რაც აქ ხდება, ამისთვის მოგეთხოვებათ?", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს