ალეკო ელისაშვილი - მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, ძალიან მაინტერესებს მოვიდეს და მოჰყვეს თავისი მათხოჯური ვერსია


ავტორი
Front News საქართველო
მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს. ძალიან მაინტერესებს მოვიდეს და მოჰყვეს თავისი მათხოჯური ვერსია. დღეს წესით, არ უნდა დამიჭირონ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის მუხლი, რასაც მას გამოძიება ედავება, ბოდვაა.
"მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, როგორც ვიცი. არ გამოვრიცხავ, რომ მოწმეებიც მოიყვანონ და ის მთავარი ვაჟბატონიც მოიყვანონ, როგორც პროკურატურა ამბობს, დიდი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ოღონდ კაციშვილი რომ არ იცნობს - ალი ბაბაევი, სინამდვილეში კი სუსის პროვოკატორი, რომელმაც მთელი ეს პროვოკაცია დადგა, ქუჩაში მოვდიოდი, შემაგინა.
ძალიან მაინტერესებს მოვიდეს და მოჰყვეს თავისი მათხოჯური ვერსია.
დღეს წესით, არ უნდა დამიჭირონ. ეს მუხლი აბსოლუტური ბოდვაა, მედავებიან, რომ პოლიტიკური ნიშნით ვდევნიდი ვინმე ალი ბაბაევს, უტრირებულად არ ვამბობ, თურმე ის ყოფილი დიდი და ცნობილი პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწე, ასე ამბობს პროკურატურა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მას გამოძიება 2024 წლის 2 დეკემბერს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებლის ალი ბაბევისთვის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის პოლიტიკური ნიშნით მიყენებას ედავება.
ალეკო ელსიაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის 156- ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი – უხერხულია, როცა კალაძე ფეხს ითრევს და უნდა, რომ ჯოხი სხვაზე გადატეხოს

ალეკო ელისაშვილი – დავაქციეთ კინაღამ ეს უნიკალური ძეგლი და თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბრალეთ?

ალეკო ელისაშვილი – ცესკოს 21 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ გამოაცხადოს არჩევნების შედეგები და არაფრით არ უნდა გაბედოს ამის გამოცხადება