
ავტორი
Front News საქართველო
"მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოიტანა.
დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა ალეკო ელისაშვილმა, თუმცა ის სიტყვის დასრულების შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. აღნიშნული ქმედება 10-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს