Logo

ალექსანდრ ლუკაშენკო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პოლიტიკა
42
Frontnews image description

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ძვირფასო მიხეილ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - ეს დღესასწაული სიმბოლურად ქართველი ხალხის სიმტკიცეს, ერთიანობასა და ურყევ სულს განასახიერებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს წინსვლას მდგრადი განვითარების გზაზე, კიდევ უფრო გააძლიერებს თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს და გააუმჯობესებს მოქალაქეთა კეთილდღეობას. ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ პროგრესს და განამტკიცებს მის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

მოუთმენლად ველი მინსკსა და თბილისს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში.

ძვირფასო მიხეილ, გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, ოპტიმისტურ განწყობასა და წარმატებას, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობას, კეთილდღეობასა და უზრუნველ მომავალს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები