Logo

რონი მესხი თურქეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციას შეხვდა

პოლიტიკა
32
Frontnews
რონი მესხი თურქეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი სერდარ ბიუკლებლებიჯი ხელმძღვანელობდა.

"შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლის პროცესში.

მხარეებმა ასევე განიხილეს სამართალდამცავ სფეროში ორივე მხარისთვის აქტუალური საკითხები და დაგეგმეს ერთობლივი სამომავლო აქტივობები. მხარეებმა გამოხატეს მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო ინტენსიურად წარმართვის შესახებ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, აჭარის პოლიციის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე საქართველოს პოლიციის ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ ნაყოფიერი შეხვედრისა და გულთბილი მასპინძლობისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები