Logo

ალექსანდრე რაქვიაშვილი - საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში მონაწილეობს?

პოლიტიკა
60
Frontnews image description

საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას? - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რამდენი უშინაარსო გამოსვლა, "ბრძოლის ფაზა" და "მარშია" საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა რაღაც შეცვალოს?

“გეგმა მალე იქნება"
"გეგმა არაა"
"გეგმა ვართ ჩვენ"
"გეგმა არის ერთობა"

ისე, საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას? რამდენი უშინაარსო გამოსვლა, "ბრძოლის ფაზა" და "მარშია" საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა რაღაც შეცვალოს? ან საერთოდ არის ამის შანსი?”- წერს რაქვიაშვილი.

Advertisement