
ავტორი
Front News საქართველო
"გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ვერ მოისმინა, რა არის ამ აქციის მიზანი.
რაქვიაშვილმა ამის შესახებ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს უნდა, სხვა პარტიის მხარდამჭერი მიიყვანოს მიტინგზე, მას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდოს.
"ვერ მოვისმინე, ვერ გავიგე რაზეა აქცია. სადმე ითქვა, რა არის ამ აქციის მიზანი?- რომ შევიკრიბეთ ხალხიო... ეს არის პარტიული შეკრება მაშინ. ასე შეიძლება მარტო ვიწროპარტიული მიტინგი მოაწყო. სხვა პარტიის მხარდამჭერი თუ გინდა მოიყვანო შენს მიტინგზე, იმას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდო. მე არსად გამიგია ეთერში, რომ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური მიზანია. მაგალითად 100 ათასი კაცი რომ გამოვიდეს, მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? რომ გადაივსოს ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე, რას აკეთებენ? იტყვიან, ყოჩაღ, მადლობა, დავანახეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?“- განაცხადა რაქვიაშვილმა.
თაგები:
ალექსანდრე რაქვიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს