ალექსანდრე ტაბატაძე - ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო დაიდგა, მაგრამ ეს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან იყო შეთანხმებული და მას შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სოფელ ჩორჩანაში 2019 წელს პოლიციის საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
როგორც ალექსანდრე ტაბატაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო იქნა დადგმული, ერთი გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში, ხოლო მეორე საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში, რაც შეთანხმებული იყო ყველა უწყებასა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სოფელ ჩორჩანაში ჩადგმული საგუშაგოსგან განსხვავებით, არანაირი პრობლემა არ შექმნილა.
"ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო იქნა დადგმული, სადაც ჩვენს მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. ეს იყო 2012 წელს, როდესაც გორის რაიონის, ზარდიიანთკარში, დაიდგა ერთი სტაციონარული საგუშაგო, მაგრამ ეს იყო ყველა უწყებასთან შეთანხმებული, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული და იქიდან ამის შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა და საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა.
მეორე საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში. ანალოგიური განხორციელდა, სადაც ჩვენ ასევე მოვახდინეთ კოორდინაცია“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
თაგები:
ალექსანდრე ტაბატაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს