
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ბიზნესს ეხებოდნენ ისინი [ნაციონალური მოძრაობა], იკვეთება არა მარტო პოლიტიკური რეჟიმი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებსა და საბანკო სექტორს შორის ერთგვარი დანაშაულებრივი სინდიკატი, რომლებიც მოქმედებდნენ შეთანხმებულად, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"ეს წლები რომ პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი იყო ამდენი ადამიანი გასაგებია, მაგრამ აქ მოსული თითქმის ყველა ადამიანი და უფრო მეტად, როდესაც ბიზნესს ეხებოდნენ ისინი [ნაციონალური მოძრაობა] იკვეთება არა მარტო პოლიტიკური რეჟიმი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებსა და საბანკო სექტორს შორის ერთგვარი დანაშაულებრივი სინდიკატი, რომლებიც მოქმედებდნენ შეთანხმებულად. ჩვენ აქ რაც მოვისმინეთ, მე არ ვიცი, წარმოუდგენელი რამ მოვისმინეთ, სადაც არც განაცხადი არსებობს, არც აუქციონზე გამოცხადებული ადამიანი არსებობს ამას წყვეტდნენ ისე, ან რა პროკურატურის გადასაწყვეტი იყო მისი სესხის აღება ან აუქციონში მონაწილეობა, ეს იყო მთელი უბედურება და ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი საჯარო მოხელეებსა და აი ამ კერძო სტრუქტურებს შორის. ამ შემთხვევაში ის ბანკები მყავს მხედველობაში, რომლებიც მათთან იყვნენ კავშირში და მათთან იყვნენ აპელირებული, არაერთი ასეთი შემთხვევაა“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
თაგები:
ალექსანდრე ტაბატაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს