ალექსანდრე ტაბატაძე – თამაზ ბორაშვილი კვალიფიციური კადრია

ავტორი
Frontnews საქართველო
თამაზ ბორაშვილი წამოსულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წიაღიდან. ის კვალიფიციური კადრია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.
„მახარებს, რომ თამაზ ბორაშვილი წამოსულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წიაღიდან. მას გავლილი აქვს თითქმის ყველა თანამდებობრივი პოზიცია. ის კვალიფიციური კადრია. არ ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელის ხშირი ცვლილებები კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან, ვერაფერს ვიზამთ, გარდა იმისა, რომ უნდა ეცადო, სამსახური ისევ იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და თავის ფუნქციებს ასრულებდეს“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დღეს დატოვა. დღესვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
თაგები:
ალექსანდრე ტაბატაძე




