Logo

ალექსანდრე თამაზაშვილი - ტყუილია ის, რომ ირაკლის სახლიდან ოქროს ზოდები, საათები და ძვირფასეულობა ამოიღეს

პოლიტიკა
270
Frontnews
ალექსანდრე თამაზაშვილი - ტყუილია ის, რომ ირაკლის სახლიდან ოქროს ზოდები, საათები და ძვირფასეულობა ამოიღეს

ტყუილია ის, რომ ირაკლის სახლიდან ოქროს ზოდები, საათები და ძვირფასეულობა ამოიღეს - არსებობს ჩხრეკის ოქმი, სადაც არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი ნახსენები არ არის!, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“თენგიზ შარმანაშვილს უთქვამს, ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა დანა ზურგშიო... ეს დღეებია ვაკვირდები და სადაც კამერას დაინახავს, მიირბენს და იგესლება... თან ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს. ტყუილია ის, რომ ირაკლის სახლიდან ოქროს ზოდები, საათები და ძვირფასეულობა ამოიღეს - არსებობს ჩხრეკის ოქმი, სადაც არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი ნახსენები არ არის! თანხას რაც შეეხება, მოვა მაგის დროც, როცა საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს...

დავუბრუნდეთ ბატონ თენგიზს და მის მიერ ზურგში დანის ჩარტყმის ხსენებას - ესე იგი, ირაკლიმ თავად ჩაირტყა დანა ზურგშიო... ბატონო თენგიზ, როცა მონაწილეობ ეროვნული ხელისუფლების დამხობაში, დამხობის შემდეგ მუშაობ შევარდნაძის ვერტიკალში, შემდეგ "ვარდების რევოლუციის“ მხარდამჭერი ხდები და სააკაშვილს უწერ ისეთ კონსტიტუციას, რომლითაც, ფაქტობრივად, უვადოს და ხელშეუხებელს ხდი მის მმართველობას... რომ არა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვება - თქვენი დაწერილი კონსტიტუციით სააკაშვილი საქართველოს სამუდამო მმართველად გვევლინებოდა!

გავაგრძელოთ: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დამარცხდა და თქვენც მოგიწიათ კედელზე ჩამოკიდებული მისი სურათის ნაგვის ყუთში მოსროლა, ძველი პუტჩისტი მეგობრების წყალობით გამონახეთ გზა და მოხვდით „ქართულ ოცნებაში“... ეჭვი არ მეპარება, მერეც სადღაც მოხვდებით.

აი, ამ გზის გამვლელი კაცი გამოდის და ზურგში დანის ჩარტყმაზე ქილიკობს... ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს ზურგში დანის ჩარტყმა. ქართველმა ხალხმა იცის, რა ეწოდება თქვენ მიერ გავლილ გზას“, - წერს თამაზაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები