ალექსანდრე წულაძე მარჯანიშვილის თეატრში მოსწავლეების მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
მარჯანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის ინტეგრირებული თეატრალური დასის სპექტაკლი „ემიგრანტი დედა“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე დაესწრო.
სპექტაკლში განსაკუთრებული საჭიროებებისა და ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეები ინტეგრირებულად მონაწილეობდნენ.
"ხელოვნებას საზღვრები მართლაც არ აქვს და დღევანდელი სპექტაკლი ამის კიდევ ერთი დასტურია. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იქმნებოდეს თანაბარი შესაძლებლობებით სავსე სივრცე ყველა მოზარდისთვის”, - განაცხადა წულაძემ სპექტაკლის დასრულების შემდეგ.
ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეთა მშობლებს და ყველას, ვინც წარმოდგენის დადგმაში წვლილი შეიტანა.
სპექტაკლის „ემიგრანტი დედა“ სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ამავე სკოლის ენისა და მეტყველების სპეციალისტი შორენა ფილიაკოვაა. სპექტაკლი წარმოადგენდა ერთგვარ არტ თერაპიას, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის ინტელექტუალური, სოციალური და კოგნიტიური უნარების განვითარების ნოვატორულ მეთოდს წარმოადგენს.
სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები თამარ მახარაშვილი და ბაია კვიციანი.
თაგები:
ალექსანდრე წულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს