ალექსი პეტრიაშვილი - რუსეთის მხრიდან ამ პროცესის გაწელვა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული


ავტორი
Front News საქართველო
მე გამოვრიცხავ ახლო მომავალში პუტინის კაპიტულაციის გარდა პუტინის მხრიდან სხვა ტიპის შეთანხმებას, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პუტინის მიზანი სანქციების მოხსნა და უკრაინის ტერიტორიების შეერთებაა, რომელსაც ვერ მიიღებს.
"ცეცხლის შეწყვეტა ერთი საკითხია და ომის დასრულება - მეორე, გაცილებით უფრო კომპლექსური. წნეხი არის გაზრდილი და გაძლიერებული ვლადიმერ პუტინზე იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, მან არაერთხელ დაარღვია ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა, დონალდ ტრამპთან შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა. არავის გაუკვირდება ვლადიმერ პუტინისგან, თუკი ის გამოჩნდება სტამბოლში და დათანხმდება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ჩავა უკან, რუსეთში და უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა გაგრძელდება.
რუსეთის მხრიდან ამ პროცესის გაწელვა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული იმიტომ, რომ მას არ სჭირდება ომის სინდრომით დაბრუნებული ადამიანი ქვეყანაში და მეორე - პუტინის რეჟიმისთვის სახის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ომის ეკონომიკა არის ის, რაც ასულდგმულებს რუსეთის ეკონომიკას. პუტინს სჭირდება სანქციების მოხსნა, უკრაინის მიტაცებული ტერიტორიების შემოერთება - ვერცერთს ვერ მიიღებს, ამიტომ, მე გამოვრიცხავ ახლო მომავალში პუტინის კაპიტულაციის გარდა პუტინის მხრიდან სხვა ტიპის შეთანხმებას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი