
ავტორი
Front News საქართველო
რუსი პროპაგანდისტებიც და პუტინის უახლოესი გარემოცვაც აღიარებს, რომ ომი გადადის რუსეთის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ დიპლომატმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა რუსეთის მოქალაქეებმა თავის თავზე გამოსცადეს ომით გამოწვეული კრიზისი.
"რუსი პროპაგანდისტებიც და პუტინის უახლოესი გარემოცვაც აღიარებს, რომ ომი გადადის რუსეთის ტერიტორიაზე. აქ სისტემა ირღვევა, ირღვევა ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაც. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები აცნობიერებენ, რომ ომი მივიდა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე და მათ თუ ეგონათ, რომ სადღაც მიდის რაღაც ოპერაციები, ახლა ისინი ხედავენ, რომ მათ სახლში მოვიდა ომი, შესაძლოა, მათ ბინას მოხვდეს რამე, მათ ბიზნესს შეეხო ეს ყველაფერი, ახლა მათ უწევთ საწვავის რიგებში ყოფნა და მათი ფინანსები ეწირება ამ ყველაფერს.
სხვათა შორის, ესეც ერთ-ერთი სერიოზული საფიქრალი არის პირადად ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ მან თავის დროზე "ფსონი" დადო იმაზე, რომ რუსეთი ძალიან სწრაფად გაიმარჯვებდა, მაგრამ ეს არ გამართლდა და ამ ჩარხის შემობრუნება სურს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს