Logo

ალექსი პეტრიაშვილი - საქართველოს მაინც აქვს თავისი განსაკუთრებული ადგილი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ როლს ითამაშებს

პოლიტიკა
126
Frontnews image description

არ მინდა, უიმედო ვიყო, რადგან საქართველოს მაინც აქვს თავისი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ადგილი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ როლს ითამაშებს, რადგან აშშ-ს აქვს სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იტყვის თავის სიტყვას რეგიონში ამერიკასთან ურთიერთობის კუთხით.

"იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, ახლა ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, გაიმართა ევროპული პოლიტიკის თანამეგობრობის სამიტი, შედგა სომხეთ-ევროპული კავშირის ორმხრივი სამიტი - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს რუსების რეაქციებზეც ჩანს. რაც შეეხება აქ საქართველოს პოზიციას, რომელსაც ჰქონდა დიდი შრომის შედეგად ფუფუნება, რომ საქართველოში დიდი მაღალჩინოსნები ჩამოდიოდნენ, ძალიან რთული სანახავია, რომ დღეს გვერდს უვლის ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტები. არ მინდა, უიმედო ვიყო, რადგან საქართველოს მაინც აქვს თავისი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ადგილი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ როლს ითამაშებს, რადგან აშშ-ს აქვს სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, ასე რომ, საქართველოც იტყვის თავის სიტყვას, თუმცა მანამდე, სამწუხაროდ, დროს ვკარგავთ. 
როდესაც ასეთი დონის ვიზიტები იგეგმება, მნიშვნელოვანი და უპირველესია, რომ ორმხრივად შედგეს ეს ვიზიტი, ამას დიპლომატიურად თავისი დატვირთვა აქვს, ვიდრე რეგიონში ჩამოსვლას.

მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ხვალ ჩვენ დემონსტრირება უნდა გავაკეთოთ იმისა, რომ ეს მოძრაობა, ეს განწყობა, ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არა თუ არ შეცვლილა, პირიქით, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდება ამ ქვეყანაში, მუხლმოუხრელად განვაახლოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი დრო და რესურსი დასჭირდება, რადგან ინტელექტუალური და ინსტიტუციური რესურსი დაკარგულია და წარმოუდგენელია ის ფრაზა, რომ ახალი, სუფთა ფურცლიდან შეიძლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე როცაა საუბარი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანში ოფიციალური ვიზიტით 26 მაისს ჩავა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები