ალექსი პეტრიაშვილი - თეთრ სახლში ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ანტიამერიკული რეჟიმი მართავს


ავტორი
Front News საქართველო
ვაშინგტონში, თეთრ სახლში ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ანტიამერიკული რეჟიმი მართავს, - ამის შესახებ დიპლომატმა, რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენის კუთხით დიდი გარღვევის მოლოდინი არ არის.
"ბიძინა ივანიშვილს არ აქვს სურვილი იმ აუცილებელ საკითხებზე მოლაპარაკებების, რომელთა ნუსხაც მან ძალიან კარგად იცის. ივანიშვილმა სახელმწიფო მდივნისგან წერილი მიიღო და დადასტურებულად მინდა გითხრათ, რომ ეს დონალდ ტრამპის მიერ იყო დამტკიცებული. ბიძინა ივანიშვილმა კი ეს წერილი განსახილველად არ მიიღო. მასზე პასუხი უნდა გაეცათ, რაც, რა თქმა უნდა, ივანიშვილს არ უნდოდა. ხოლო პასუხი აშშ-ის პრეზიდენტამდე და მის ადმინისტრაციამდე ელჩ დანიგანს უნდა მიეტანა, რომელიც აღარ არის საქართველოში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ მოვლენების შემდეგ დიდ განვითარებას ადგილი არ ჰქონია, საქართველო ამ პროცესიდან საერთოდ ამოვარდნილია, მაშინ როცა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანთან მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს