ალენ ბერსე – მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს


ავტორი
Front News საქართველო
მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული.
“შეშფოთება გამოვხატე იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები“, – განაცხადა ბერსემ.
თაგები:
ალენ ბერსე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს