ალექსანდრე კობაიძე ბადრი ესებუას ადვოკატი აღარ იქნება


ავტორი
Front News საქართველო
ბადრი ესებუას ინტერესებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აღარ დაიცავს.
დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულმა უარი განაცხადა, რომ მისი ინტერესები კობაიძემ დაიცვას, რის შემდეგაც ადვოკატმა სხდომა დატოვა.
ესებუას სურვილით მისი ადვოკატები მხოლოდ იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია იქნებიან.
პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაზარალებულებს დაკითხავს.
“საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.
თაგები:
ბადრი ესებუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს