ალექსანდრე კობაიძე – რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს გააკეთებინეს


ავტორი
Front News საქართველო
ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა, – ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა.
“ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს.
მე მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ბადრი თავად მოვინახულო მესამე დაწესებულებაში და გავისაუბროთ აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან ერთია როგორ მოქმედებს ბრალდებული და მეორეა რეალობა, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ქმედების განხორციელება”, – განაცხადა კობაიძემ.
მისივე თქმით, ბადრი ესებუა და მისი ოჯახი ვიღაცის მიზნებს და ამოცანებს ეწირება.
თაგები:
ბადრი ესებუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს