Logo

ალექსანდრე მოწერელია – შესაძლო კორუფციული გარიგების თვალსაჩინო მაგალითი არის ბალდის კანიონი

პოლიტიკა
1327
Frontnews image description

“ყველა წარმატებული სახელმწიფოსთვის მთავარი სამიზნე სწორედ არის კორუფცია. შესაძლო კორუფციული გარიგების თვალსაჩინო მაგალითი არის ბალდის კანიონი და მის გარშემო არსებული მდგომარეობა, რომელსაც დაემატა ასევე უმწვავესი დაპირისპირება ადამიანებს შორის და ამ ყველაფერს გულგრილად თვალს ადევნებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

როგორს ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, კანიონი უნდა განვითარდეს მხოლოდ კანონმდებლობით  განსაზღვრულ ფარგლებში.

 

“სამწუხაროდ, დღეს ისევ კორუფციაზე მიწევს საუბარი. კორუფცია აფერხებს განვითარებას და ასუსტებს თანამედროვე საზოგადოებას. კორუფცია არყევს საზოგადოების რწმენას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. კორუფცია ხელს უშლის განვითარებად სახელმწიფოებს პროგრესში. კორუფცია არის მთავარი მტერი მოსახლეობის კეთილდღეობის და სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

 

მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს ამ დარბაზში, მივმართო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს,  დროულად ჩაერიოს ამ საკითხში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  რომ დროულად გაიწვიოს უკანონო გადაწყვეტილება კანიონის  გასხვისებასთან დაკავშირებით. განავითარეთ კანიონი, ამას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ განავითარეთ კანონის ფარგლებში, აღასრულეთ ის რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული მოსახლეობასთან კომუნიკაციით და  საჯარო განხილვის შესაბამისად. ასევე, მიმართავ ანტიკორუფციულ ბიუროს, დროულად იმოქმედოს და გამოიძიოს შესაძლო კორუფციული გარიგება“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები