ალექსანდრე სენკევიჩი – დენაფიკაციის ეგიდით პუტინმა მოაწყო ნამდვილი რუსული ნაციზმი


ავტორი
Front News საქართველო
დენაფიკაციის ეგიდით პუტინმა მოაწყო ნამდვილი რუსული ნაციზმი, – ამის შესახებ ნიკოლაევის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინი ვერ ეგუება, რომ უკრაინელებს უნდათ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და არა რუსული დიქტატურის მორჩილება.
“ომის დროს საუკეთესო რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის, რომ ჩვენი ერი გაერთიანდა, გაერთიანდათ დამტყმელ ბირთვად. ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრაობა თავის შეხედულებების მიუხედავად გაერთიანდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
რუსული თავდასხმა გამოცხადებულია ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლად, მაგრამ ხერსონის, ნიკოლაევის, ხარკოვის მოსახლეობა, იბომბება რუსების მიერ. დენაფიკაციის ეგიდის ქვეშ პუტინმა მოაწყო ნამდვილი რუსული ნაციზმი, ეს ფაქტობრივად წარმოადგენს უკრაინელი ხალხის გენოციდს, პუტინი ვერ ეგუება იმას, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, უნდა რომ ვემორჩილებოდეთ რუსულ დიქტატურას და უნდა მთლიანად უკრაინელი ხალხის განაგდურება“, – განაცხადა ალექსანდრე სენკევიჩმა.
თაგები:
ომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს