ალექსეი არესტოვიჩი – ბერდიანსკში განადგურებულ რუსულ გემს 400 “საზღვაო ქვეითი“, ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები გადაჰქონდა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ბერდიანსკში განადგურებულ რუსულ სადესანტო ხომალდს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა გადაყავდა.
“წინასწარი მონაცემებით, სამხრეთით 49-ე რუსული არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტი განადგურდა და ბერდიანსკის პორტში აფეთქებულ დიდი სადესანტო ხომალდს დაახლოებით 400 საზღვაო ქვეითი, 20 ტანკი და 45 ჯავშანტრანსპორტიორი გადაქონდა“, – წერს არესტოვიჩი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ბერდიანსკში განადგურებულია დიდი სადესანტი ხომალდი „სარატოვი“. (იქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო „ომსკი“), ასევე დაზიანდა ორი სადესანტო გემი.
განადგურებულ რუსულ გემს 2014 წელს რუსეთის მხარეს გადასული კაპიტანი მეთაურობდა.
თაგები:
ალექსეი არესტოვიჩი




