ალექსეი დანილოვი – მტერი ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას ამზადებს და კიევის აღების იმედს არ კარგავს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას ამზადებს და კიევის აღების იმედს არ კარგავს.
“უკრაინის არმია ღირსეულად იბრძვის და ყოველ დღე ახლოვდება ჩვენი გამარჯვების დღე რუსულ ქიმერაზე, მაგრამ მტერი კვლავ საშიშია და ამზადებს ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას, რომელსაც ჩვენ უნდა დავხდეთ შეძლებისდაგვარად მომზადებული და ერთიანი“, – განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, ქალაქები – კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ნიკოლაევი, ჩერნიგოვი და ოდესა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
“მტრის გეგმაა ალყა შემოარტყოს საკვანძო ქალაქებს, გაასუფთაოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან, შექმნას ჰუმანიტარული კატასტროფა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მტერი არ კარგავს კიევის აღების იმედს და ქმნის რესურსებს დნეპრის ალყაში მოსაქცევად.
ჩვენ გადავდგით ურთულესი ნაბიჯი გამარჯვებისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ დამპყრობლების გასანადგურებლად და უკრაინის მთელი მიწების დასაბრუნებლად! რუსი დედების პანაშვიდები და დანახშირებული რუსული სამხედრო რკინის ტონები შეხსენებაა დამპყრობლების შემდეგი ტალღისთვის: ნუ მოძვრებით – ჩვენ მოგკლავთ! და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსული საზოგადოება არ გაიღვიძებს, თუ არა დანაშაულის გრძნობით, მაშინ ტკივილისგან“, – აცხადებს დანილოვი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა