ალექსი პეტრიაშვილი – კიდევ იმის იმედად არიან, რომ ეს პროტესტი მიილევა, გაქრება და მერე ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის რეჟიმმა მშვენივრად იცის, რომ 26 ოქტომბრის მერე კიდევ უფრო კატასტროფულად დაეცა მათი რეიტინგი, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ რიხში და ტონალობაში უკვე გაჩნდა ბზარი.
“ივანიშვილის რეჟიმმა მშვენივრად იცის, რომ 26 ოქტომბრის მერე კიდევ უფრო კატასტროფულად დაეცა მათი რეიტინგი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების და ძალადობის გამო.
მათ აქვთ მძევლების გაცვლის აზროვნება და კიდევ იმის იმედად არის, რომ ეს პროტესტი მიილევა, გაქრება და მერე ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება და ყველას ისევ ექნება შემობრუნებული დამოკიდებულება. თუმცა, მათ რიხში და ტონალობაში უკვე გაჩნდა ბზარი.
როდესაც აქციაზე 150 000 კაცი გამოდის, ამბობენ – 300-500 კაცი იკრიბებაო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
თაგები:
ალექსი პეტრიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს