Logo

ალექსი პეტრიაშვილი – საქართველო უნდა იყოს მუდმივი მზადების რეჟიმში საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც რეალურია

პოლიტიკა
23.03.2022 / 23:02
Frontnews image description

მუდმივად ხდება მუქარის დაფიქსირება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პრევენციული ზომები მისაღები იქნება,  –  ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა  ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.   

 

მისი თქმით, საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხე ყველა შემთხვევაში მოადგება და  ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. 

 

“28 დღეა ომი მიდის უკრაინაში, რუსეთს  სერიოზული პრობლემების აქვთ, მაგრამ არ ავიწყდებათ ლუგარის ლაბორატორია. ხან ვინ გააკეთებს განცხადებას, ხან ვინ, სხვადასხვა დონეებიდან მუდმივად ხდება მინიშნება და მუქარის დაფიქსირება,  რომ აი, ლუგარის ლაბორატორიაში ხდება ბიოლოგიური იარაღის შემუშავება. შესაბამისად, პრევენციული ზომები მისაღები იქნება. როგორადაც არ უნდა განვითარდეს უკრაინაში მოვლენები,  საქართველო უნდა იყოს მუდმივი მზადების რეჟიმში საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც რეალურია. არ გვაქვს ჩვენ  იმის ფუფუნება, ველოდოთ უკრაინაში რა მოხდება, ყველა შემთხვევაში,  საქართველოს მოადგება ეს საფრთხე  და უნდა ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები