Logo

ალიონა ჩხოტუა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე ინტერპელაციის ფორმატში წარდგა

პოლიტიკა
216
Frontnews image description

აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე ინტერპელაციის ფორმატში წარდგა.

მინისტრმა დეპუტატებს უწყების საქმიანობის ძირითადი შედეგები, პროგრამების ეფექტიანობა, ბიუჯეტის ათვისების მიზნობრიობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ალიონა ჩხოტუამ ყურადღება გაამახვილა ბენეფიციარებზე ორიენტირებულ მიდგომებზე, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ ინოვაციებზე და სამინისტროს საქმიანობის სამომავლო ხედვაზე.

უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდულ მიმართულებასაც და აღნიშნა, რომ სამინისტროს პროექტების უმეტესობა ახალგაზრდების ფართო ჩართულობაზეა ორიენტირებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები