
ავტორი
Front News საქართველო
ფაქტია, ამათ ვერაფერი ისწავლეს, ვერც ის ისწავლეს, რომ უბრალოდ პატიება, მიტევება სთხოვო ადამიანს. ვერც ამის ძალა იპოვეს საკუთარ თავში, იმდენად პატარა კაცები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ოპონენტებმა ისიც კი ვერ შეძლეს, რომ მაშინ მაინც გაჩუმდნენ, როდესაც "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებული ადამიანები, ჭირისუფლები მოდიან კომისიის სხდომაზე, ამის საპირისპიროდ კი ისინი ქილიკობენ.
"ფორმალურად ხომ ამ ქვეყნის პასპორტი უდევთ, დარწმუნებული ვარ, გულის ჯიბეში არ ედებათ, მაგრამ, სადღაც, თაროზე ხომ უდევთ და გაოგნებული ვარ - ისიც კი ვერ შეძლეს, რომ როდესაც შავებში ჩაცმული, ჭირისუფალი ადამიანი მოდის, უბრალოდ, გაჩუმდნენ მაინც. ამასაც კი ვერ აკეთებენ, ამის საპირისპიროდ ქილიკობენ და იძახიან, ეს ყველაფერი დადგმულია, მიწაში კი არ ჩაგიწვინეთ შვილი, არამედ იტყუებით, დადგმულია. "თქვენ იტყუებით, ეგ ჩვენ არ ვიყავით და საერთოდ, ეს ყველაფერი არის ფარსი" - ასე იძახიან", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
თაგები:
ალუდა ღუდუშაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს