Logo

ალუდა ღუდუშაური - რომ დასცლოდათ ამათ და რომ არა ბიძინა ივანიშვილის, ქართველი ხალხის ღირსება, გააკეთებდნენ დიდ გაზის კამერებს და ერთიანად მოგვიღებდნენ ბოლოს

პოლიტიკა
4 საათის წინ / 14:41
Frontnews image description

რომ დასცლოდათ ამათ და რომ არა ბიძინა ივანიშვილის, თქვენნაირი თავდადებული ადამიანების, ქართველი ხალხის ღირსება, ესენი ასე სათითაოდ აღარ დაგვიწყებდნენ დევნას, ამაზე დროს არ დაკარგავდნენ. დარწმუნებული ვარ, გააკეთებდნენ დიდ გაზის კამერებს, როგორც ფაშისტურ გერმანიაში და ერთიანად მოგვიღებდნენ ბოლოს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

"როგორც ჩანს, სააკაშვილი აქტიურად უყურებს ჩვენი კომისიის სხდომებს, თვალყურს ადევნებს და ხედავს ამ ყველაფერს. შიგა და შიგ აკეთებს განცხადებებს, თუ კომენტარებს. მოვისმინეთ აქ განხილულ საკითხებზე, მე ვიტყოდი, მორიგ ჯერზე აღიარება და ამორალური კომენტარები, დარწმუნებული ვარ, კვლავაც წარმატებით გააგრძელებს. არ მსმენია, ერთხელ მაინც ვინმეს, სააკაშვილს ეთქვა, რომ იცი რა, რაღაც შეგვეშალა, ბოდიში, რაღაც მსგავსი, ან სინანული გამოეხატა. ის არის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ხალხის არც ზნე იცვლება, ესენი ასეთები არიან, დიახ, ბოროტები არიან, სამწუხაროა, რომ მათგან ეს ბოროტება ვერ გავიდა, მიუხედავად ამდენი წლისა, მაინც ისეთივე ბოროტები, ისეთივე პატარა კაცები დარჩნენ, ისეთივე არაკაცები დარჩნენ. როგორ შეიძლება, სხვაგვარი კომენტარი გააკეთო, როდესაც გესმის, რომ ისტორიის სირცხვილი, სააკაშვილი, როცა იყო ქვეყნის პრეზიდენტი, გამოდიოდეს და აკეთებდეს განცხადებას, თურმე ვიღაც მოსაკლავი ყოფილა, ვიღაცას, დიახ, თურმე ასე უნდა გასწორებოდნენ, ეს ხომ გაუგონარი, წარმოუდგენელია. ასე ტერორისტები არ იქცევიან, ასე არაადამიანები იქცევიან მხოლოდ. ისტორიას თითებზე ჩამოსათვლელი მაგალითები აქვს ასეთი სისასტიკის. რომ დასცლოდათ ამათ და რომ არა ბიძინა ივანიშვილის, თქვენნაირი თავდადებული ადამიანების, ქართველი ხალხის ღირსება, ესენი ასე სათითაოდ აღარ დაგვიწყებდნენ დევნას, ამაზე დროს არ დაკარგავდნენ. დარწმუნებული ვარ, გააკეთებდნენ დიდ გაზის კამერებს, როგორც ფაშისტურ გერმანიაში და ერთიანად მოგვიღებდნენ ბოლოს.

გვარამია, სხვები ახსენეთ. ჯერ როგორი კაცები არიან და როგორი ვითომ „ვაჟკაცები“ არიან, კარგად ვიცით, საზოგადოებამ კარგად იცის. არ ვიცი, უყურეთ თუ არა რამდენიმე დღის წინ, სასამართლოს შენობაში დადიან და იგინებიან. რა ბედი ეწეოდა ამის  ჩამდენს, ვინმეს ეს რომ გაეკეთებინა, ხომ ცოცხალი არ იქნებოდა? სად დემოკრატია, სად ამათი სამართალი, სად ამათი სიმართლე. სააკაშვილი კარგს შვება, რომ თვალყურს ადევნებს კომისიის სხდომებს, ხშირად უყუროს და გაიხსენოს, რას ჩადიოდნენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ესენი რაიმე სინანულამდე მივლენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით გოჩა კაკოიშვილს მოუსმინეს.

Advertisement