
ავტორი
Front News საქართველო
მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი.
“მას შემდეგ, რაც ის პრაქტიკულად გააგდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“, თქვენ ხედავდით ამ თვეების განმავლობაში, როდესაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ კარს უკეტავდნენ, როგორ ცდილობდა, რომ როგორმე გადამძვრალიყო ფანჯრიდან. მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება. უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
თაგები:
ალუდა ღუდუშაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს