Logo

ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - "საქართველოს ბანკისა" და Boxette-ის შეთავაზება

ბიზნესი-ეკონომიკა
44
Frontnews
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - "საქართველოს ბანკისა" და Boxette-ის შეთავაზება

საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ახალი შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, Boxette-თან პარტნიორობით, აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოში ამანათების გამოგზავნას სპეციალურ ფასად შეძლებენ.

აქციის ფარგლებში Boxette-ის მეშვეობით გამოგზავნილი ამანათის 1 კგ-ის ღირებულება 7.50 დოლარის ნაცვლად 6.50 დოლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

ამანათების გაგზავნა შესაძლებელია ბოქსეტის შემდეგ მისამართებზე, ნიუ-იორკში, ბრუკლინში:

  • 2609 E 14th St, Brooklyn, NY 11235

  • 1923 McDonald Ave, Brooklyn, NY 11223

  • 3065 Brighton 2nd St, Brooklyn, NY 11235

ინფორმაციისთვის, აღნიშნული მისამართები Postman Joe-ს ლოკაციებზეა განთავსებული, რაც მომხმარებლებს ფილიალების მარტივად მოძებნაში დაეხმარება.

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Boxette-ის ვებგვერდს.

(R)

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები