
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება შესაძლებელია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება. პედაგოგებისთვის, მთავარი რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაციაა.
“თანდათან ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ, დამშვიდებისკენ მიდის. ბევრ რაიონსა და რეგიონში უკვე სიტუაცია ისეთია, რომ სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყება შეიძლება. დიდი პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს. იმისთვის, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, თავად ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხო და აცრილი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა 4 ოქტომბერს იგეგმება.
თაგები:
ამირან გამყრელიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს