ამირან გამყრელიძე – წელს კოვიდით 8 ორსული გარდაიცვალა, მათი აცრა აუცილებელია

ავტორი
Front News საქართველო
შარშან საქართველოში „კოვიდ-19“-ით ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს რვა ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების მე-9 ფაქტი კი შესწავლის ეტაპზეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის განცხადებით, ორსულებისთვის დაშვებულია „ფაიზერის,“ „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების გამოყენება და ამ ვაქცინების შემთხვევაშიც არის გაფრთხილება, რომ აცრის შესახებ შეთანხმება უნდა იყოს ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბევრი ექიმი არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას.
“ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მათი აცრა გრიპზე. მინდა, მოვუწოდო ორსულებს, რომ მათი აცრა აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:
ამირან გამყრელიძე




