ამირან გამყრელიძე – ზუსტი გადაწყვეტილებები ალბათ, ამ კვირაში უფრო იქნება


ავტორი
Front News საქართველო
ზუსტი გადაწყვეტილებები ალბათ ამ კვირაში უფრო იქნება, რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას. მე მაინც მგონია, რომ შეიძლება, რადგან ეს ჯანმრთელობას ეხება, არ გაავრცელონ ჩვენმა მთავარმა პარტნიორებმა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აშშ-ის მიერ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორისთვის დაფინანსების შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.
“დაავადებათა კონტროლის ცენტრი გახლავთ სტრატეგიული დაწესებულება, მარტო ლუგარი ხომ არ არის. ლუგარი არის მოთავე ლაბორატორია დაავადებათა კონტროლის ცენტრის, თორემ ამის გარეშე ქვეყანაში ამერიკელების დახმარებით, შექმნილია ლაბორატორიული ზედამხედველობის ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს 22 ლაბორატორიას, მათ შორის 10 არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და 12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ. ე.წ. ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით მუშაობს, ანუ, ეს არის ცხოველთა, ადამიანთა და მცენარეთა ჯანმრთელობა, ეს არის ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.
საუბარია, რომ შეჩერდეს, თუ დაპაუზდეს თუ როგორც არის მე არ ვიცი, ზუსტი გადაწყვეტილებები ალბათ, ამ კვირაში უფრო იქნება, რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას. მე მაინც მგონია, რომ შეიძლება, რადგან ეს ჯანმრთელობას ეხება არ გაავრცელონ ჩვენმა მთავარმა პარტნიორებმა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს