
ავტორი
Front News საქართველო
ზრდის ისეთი პოტენციალი, რაც ჩვენს პარტიას აქვს, არც ერთ პარტიას არა აქვს, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, მათ პოლიტიკური სვლები არც კი დაუწყიათ.
“ზრდის ისეთი პოტენციალი, რაც ჩვენს პარტიას აქვს, არც ერთ პარტიას არა აქვს. გაერთიანებების მხრივ ჩვენი გუნდი ყველაზე თანმიმდევრული აღმოჩნდა. ორი წელია, ვამბობთ, რომ 2024 წლის არჩევნებში გავდივართ მარტო.
რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი შემოგვიერთდება, ბევრთან პერსონალური კომუნიკაცია გვაქვს. არსად გვეჩქარება – ნახავთ ახალ ადამიანებს ჩვენთან.
მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები არც კი დაგვიწყია”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
თაგები:
ანა ბუჩუკური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს