Logo

ანა ბუჩუკური – ჩვენი გუნდი ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

პოლიტიკა
04.01.2022 / 12:13
Frontnews image description

პარტია “საქართველოსთვის” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, -ამის შესახებ საქართველოსთვის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისათვის “ნაციონალურ მოძრაობას” ხელიც კი არ შეუშლია. 

 

“საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ პირობებში არ არის სწორი, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.  მაშინ, როდესაც  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, ხაზს ვუსმვამ, ეს ის ინსპექტორის სამსახურია, რომლის გაუქმებასთან დაკავშირებით როდესაც იღებდა “ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას, “ნაციონალური მოძრაობა” სხდომათა დარბაზში არც კი შემოსულა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი, როდესაც ფაქტობრივად, ხელის შეწყობა ხდება ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების. “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” სწორედაც რომ ერთმანეთს ასულდგმულებს”, – განაცხადა ბუჩუკურმა. 

 

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 წევრის მხარდაჭერა ჭირდება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდასჭერის მისაღებად უკვე დაიწყო კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან.

 

საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების ჩატარების მიზნით იგეგმება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები