
ავტორი
Front News საქართველო
მაჟორიტარული წესის აღდგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ოცნება” ამ არჩევნებზე მთლიანად კორუფციაზე და ძალადობაზე დგას, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
“მაჟორიტარული წესის აღდგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ოცნება” ამ არჩევნებზე მთლიანად კორუფციაზე და ძალადობაზე დგას. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას. ასევე, ფაქტია, რაც გუშინ ვიხილეთ, “ოცნებას” განახლების რესურსი აღარ აქვს. შეხედეთ ამ სახეებს, ეს ხალხი არათუ ევროპაში ვერ შეგვიყვანს, არამედ პარტნიორებთან გაფუჭებულ იმ ურთიერთობასაც ვერ აღადგენენ, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში “ოცნებამ” გააფუჭა. შესაბამისად, “ოცნების” ბილბორდებზე გამოსახული ევროპის დროშა არის მხოლოდ ტყუილი და ფარსი”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
“ქართულმა ოცნებამ” გუშინ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.
თაგები:
ანა ბუჩუკური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს