ანა წითლიძე - 4 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მეტად დამძიმდებიან და ბევრი მოულოდნელობები ელით წინ


ავტორი
Front News საქართველო
4 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მეტად დამძიმდებიან და ბევრი მოულოდნელობები ელით კიდევ წინ. ისინი, ვინც "ქართულ ოცნებაში" არიან დღეს, 4 ოქტომბერს აქციაზე იდგებიან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არასოდეს ისეთი დასუსტებული არ ყოფილა, როგორც ახლაა.
"4 ოქტომბერი იქნება გამარჯვების დღე. ჩვენ დავუპირისპირებთ საქართველოს მოქალაქეების - მართალი ხალხის ძალას და ეს არის ის, რასაც ვერ გაუძლებს ბიძინა ივანიშვილი და რასაც ვერ უძლებს ვერცერთი ოლიგარქი და დიქტატორი. ვერ გაუძლებენ ხალხის სიმრავლეს და წინააღმდეგობას იმიტომ, რომ ამ 13 წლის მანძილზე როდის გახსოვთ, რომ ერთმანეთს ისე დარეოდნენ, რომ რიჟვაძე თავის მოკვლამდე მიიყვანეს თუ ესროლეს, ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეთ, ღარიბაშვილ-ლილუაშვილი შიდა პატიმრობაში ჰყავთ და სახლიდან ვერ გადიან, ქარსელაძეს მიადგნენ - შიგნით უბედურება ხდება. შიდა კლანური დაპირისპირება კი ერთადერთ რაღაცას აჩვენებს - რღვევა არის ყველგან. ეს შიდა კლანური დაპირისპირება გადასულია გდდ-ში, თავდაცვის სამინისტროში - ეს არის აქ მთავარი ამბავი. ესენი ხედავენ, რომ რეჟიმმა თავისი შვილების ჭამა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთესი მონა გდდ-ს ვერცერთი "ტიპი" ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, ხოდა ეს ადამიანები ხვდებიან, რომ იქ, სადაც ღარიბაშვილს მიადგა ივანიშვილი, ლილუაშვილს და რიჟვაძეს, იციან, რომ მათაც მიადგებიან. მე არ გეუბნებით, რომ მე მენდოთ, შეხედეთ ფაქტებს.
ის, რომ "ოცნება" არასოდეს ისეთი დასუსტებული არ ყოფილა, როგორც ახლაა, ეს "კოზირი" ჩვენ გვაქვს ხელში. 4 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მეტად დამძიმდებიან და ბევრი მოულოდნელობები ელით კიდევ წინ. ისინი, ვინც "ქართულ ოცნებაში" არიან დღეს, 4 ოქტომბერს აქციაზე იდგებიან", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს