ანა წითლიძე - ამ სარჩელის მიზანიც ხომ ესაა, სათამაშო მოედანზე უნდა, რომ დარჩნენ კონკურენტების გარეშე

ავტორი
Frontnews საქართველო
ამ სარჩელის მიზანიც ხომ ესაა, სათამაშო მოედანზე უნდა, რომ დარჩნენ კონკურენტების გარეშე, რომ არ ინერვიულოს იმაზე, რომ ამ ერთპარტიული დიქტატურის პირობებშიც კი არჩევნები წააგოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანი თავიდანვე "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმება იყო.
"2012 წელს ბიძინა ივანიშვილი კოალიციით მოვიდა, რომელმაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები გააერთიანა. გაცხადებული მიზანი ჰქონდა და მისი განცხადებებიც არსებობს, რომ მისი მიზანი იყო "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება და უფრო მეტიც, ის ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს თუ არ დათმობს, ჩვენ მას ძალით დავათმობინებთ. "ნაციონალურ მოძრაობას" აზრად არ მოსვლია, რომ ეს შეეფასებინა, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იმიტომ, რომ კონსტიტუციური უფლებაა ეს პოლიტიკური პარტიების.
ამ სარჩელის მიზანიც ხომ ესაა, სათამაშო მოედანზე უნდა, რომ დარჩნენ კონკურენტების გარეშე, რომ არ ინერვიულოს იმაზე, რომ ამ ერთპარტიული დიქტატურის პირობებშიც კი არჩევნები წააგოს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე




