Logo

ანა წითლიძე - აშშ-სთან ვერ დალაგდებიან, იმიტომ, რომ აშშ რეჟიმებთან არ ლაგდება

პოლიტიკა
339
Frontnews
ანა წითლიძე - აშშ-სთან ვერ დალაგდებიან, იმიტომ, რომ აშშ რეჟიმებთან არ ლაგდება

როგორი "ტრამპ თაუერიც" არ უნდა ააშენოს კობახიძე იქნება ეს თუ ივანიშვილი, აშშ-სთან ვერ დალაგდებიან, გამორიცხულია იმიტომ, რომ აშშ რეჟიმებთან არ ლაგდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ყინულმჭრელი ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების იქნება მხოლოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას მოშორდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა მისცეს საქართველოს მოქალაქეებს.

"როგორი "ტრამპ თაუერიც" არ უნდა ააშენოს კობახიძე იქნება ეს თუ ივანიშვილი, აშშ-სთან ვერ დალაგდებიან, გამორიცხულია იმიტომ, რომ აშშ რეჟიმებთან არ ლაგდება, აშშ არ დალაგდება რეჟიმთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არბევს და ასისხლიანებს, წამლავს, ციხეში ჰყავს პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, თავისუფალ მედიას ახშობს და ებრძვის. გამორიცხულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა შედგეს.

ერთადერთი ყინულმჭრელი ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების იქნება მხოლოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას მოშორდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა მისცეს საქართველოს მოქალაქეებს.

თავიანთ მომხრე ბიზნესმენებს ატყუებდნენ, ცოტა ხანს გვაცადეთ, ბაიდენი წავა, ტრამპი მოვა და სანქციები მოგვეხსნებაო, მაგრამ სანქციები კი არ მოეხსნათ, დაეწიათ და დაემატათ სხვა სანქციები.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ "ტრამპ თაუერს" რომ აშენებენ, საქართველოს რომელმა მოქალაქემ უნდა იყიდოს მანდ საცხოვრებელი? სადაც კვადრატული საცხოვრებლის ფასი იწყება 7-დან. რომელმა საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა შეიძლება იყიდოს იქ ქონება, გარდა "ქართული ოცნების" და რუსებისა, რომლებიც აქ მასიურად არიან შემოსული?! ათასი და ათას ხუთას ლარიანი ხელფასებით ქართველები მანდ ვერაფერს იყიდიან", - განაცხადა ანა წითლიძემ.

15 სექტემბერს თბილისში "ტრამპ თაუერის" პრეზენტაცია გაიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები