Logo

ანა წითლიძე - ჩემთვის ფაქტია, რომ "ოცნებისთვის" დისკომფორტია ერთიანობა, ოპოზიციური ალიანსი

პოლიტიკა
253
Frontnews image description

ჩემთვის ფაქტია, რომ "ოცნებისთვის" დისკომფორტია ერთიანობა, ოპოზიციური ალიანსი. თუ რამის ეშინია რეჟიმს, ეშინია ერთობის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, არსებობს მხოლოდ ორი მხარე - რუსული საოკუპაციო რეჟიმი და ამ რეჟიმთან მებრძოლი ოპოზიცია.

"ქართულ ოცნებას" არ სჭირდება დამატებითი საბაბი იმისთვის, რომ კონკრეტული რეპრესიული გადაწყვეტილებები მიიღოს. "ქართული ოცნება" ვისაც ჩათვლის, რომ მისთვის არის ზედმეტი და არასასიამოვნო, კრძალავთ მათ, ეს იქნება პარტია თუ ადამიანი - ეს არის მათი გზა.

ჩემთვის ფაქტია, რომ "ოცნებისთვის" დისკომფორტია ერთიანობა, ოპოზიციური ალიანსი. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ არსებობს მხოლოდ ორი მხარე - რუსული საოკუპაციო რეჟიმი და მეორე - ყველა, ვინც ამ საოკუპაციო რეჟიმს ებრძვის. თუ რამის ეშინია რეჟიმს, ეშინია ერთობის. მე ამ ოპოზიციურ ალიანსს ვუყურებ ძალიან ფრთხილი იმედით და ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი ერთობისკენ, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს და მეტი ადამიანი უნდა გააერთიანოს", - განაცხადა ანა წითლიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები