Logo

ანა წითლიძე - ჩვენ ვითხოვთ სრული შემადგენლობის აცილებას

პოლიტიკა
278
Frontnews
ანა წითლიძე - ჩვენ ვითხოვთ სრული შემადგენლობის აცილებას

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას ითხოვს.

ანა წითლიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსამართლეების შემადგენლობით არ არის არც თავისუფალი.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება რამდენიმე შუამდგომლობა. ჩვენ ვითხოვთ სრული შემადგენლობის აცილებას და ჩვენი დასაბუთება არის შემდეგი - საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსამართლეების შემადგენლობით, რომელიც აქაა წარმოდგენილი არ არის არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. რადგან თავად ამ სარჩელის, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესებთან და მთლიანად არის პოლიტიკური, წარმოებაში მიღებაც კი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ასევე, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს აქ წარმოდგენილი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომ მოქალაქეებმა ნახონ რამდენად თავისუფლად, სამართლიანად და რეალურად საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეუძლიათ ამ მოსამართლეებს მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები