Logo

ანა წითლიძე - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის ამბავი, ეს არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი

პოლიტიკა
218
Frontnews
ანა წითლიძე - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის ამბავი, ეს არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი

სააკაშვილი ერთი კვირით გამოუშვას ბიძინამ, აბა და მერე ვნახოთ. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა ამ ქვეყანაში და რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსულ ოკუპაციას.

"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის ამბავი, ეს არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი. თუ შენ შეეგუე იმას, რომ ციხეში გიზის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რუსების დავალებით, რომელმაც პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა ამ ქვეყანაში, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსულ ოკუპაციას, განვითარების გზაზე ამაყად ატარა ცხრა წლის განმავლობაში საქართველო, ეს ნიშნავს, რომ შენ შეეგუე რუსულ ოკუპაციას. 

სააკაშვილი ერთი კვირით გამოუშვას ბიძინამ, აბა, და მერე ვნახოთ. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მიხეილ სააკაშვილი არის ის, ვისაც შეუძლია, ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოს", - განაცხადა ანა წითლიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები