
ავტორი
Front News საქართველო
მე არ ვიცნობდი ასეთი სულისკვეთების თინა ბოკუჩავას, 14 წელი ერთ პარტიაში ბრძოლის წინა ხაზზე ვიყავით და ჩემთვის მართლა გულდასაწყვეტი და გასაკვირი იყო ის პოზიცია, რაც მას აქვს პოლიტიკურ საბჭოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა "ოცნების" წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა გადამწყვეტი.
"ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია, როცა პარტიის შიგნით ხდება მსგავსი რამ. მე არ ვიცნობდი ასეთი სულისკვეთების თინა ბოკუჩავას, 14 წელი ერთ პარტიაში ბრძოლის წინა ხაზზე ვიყავით და ჩემთვის მართლა გულდასაწყვეტი და გასაკვირი იყო ის პოზიცია, რაც მას აქვს პოლიტიკურ საბჭოსთან დაკავშირებით და მე ეს ძალიან მაკვირვებს, ეს თავადაც ვუთხარი, თუმცა, მიუხედავად ამ პოზიციებისა და იმ შეცდომისა, რაც ამ პოლიტიკურ საბჭოსთან მიმართებაში დაუშვა, მიხარია, რომ მას მოვიდა ყრილობაზე - ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი. მესმის, რომ ადამიანები ვართ და შესაძლოა, შეცდომა ყველამ დავუშვათ, მაგრამ მთავარი მიზანი არის ერთი - ვიბრძოლოთ ერთად ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც არ უნდა ვიკამათოთ, ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიიღო შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, თუმცა ის თანამდებობის დაკავებას არ აპირებს და პარტიის წევრად დარჩება. თინა ბოკუჩავა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ორი წლის განმავლობაში იყო.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს